ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორხისა და თოთხამის მაგისტრალური წყალსადენი ხაზი ეწყობა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა არა მოვსესიანმა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა არტურ დავთიანმა, სოფლების – კორხისა და თოთხამის სასმელი წყლის, მაგისტრალური წყალსადენი ხაზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კორხისა და თოთხამის მოსახლეობის სასმელი და სარწყავი წყლით გამართულად მიწოდების მიზნით, 5, 230 კმ-ზე, ახალი მაგისტრალური წყალსადენი ხაზი მოეწყობა, რაც აღნიშნული სოფლების სრულად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 564 941 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები