ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში ასფალტის საფარი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა არა მოვსესიანმა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა არტურ დავთიანმა, სოფელ მაჭატიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერეს.

ახალქალაქი-ბაკურიანის შიდა სახელმწიფოებრივი გზის მიმდებარე სოფლების: მაჭატია-თოთხამი-კორხის გზის რეაბილიტაცია ორწლიან სამუშაო პროცესს მოიცავდა.

პროექტის ფარგლებში გზის 4,500 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობები და გაზარდა სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა.

ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ხელს უწყობს მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტი რეგიონში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 871 244 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები