ელგუჯა ხოკრიშვილი: „ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის დაკარგვაზე არის მოსკოვის სტანდარტული პაკეტი

„„ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის დაკარგვაზე არის მოსკოვის სტანდარტული პაკეტი, რომელიც მოლდოვაში „რუმინეთის მიერ შთანთქმით”, უნგრეთში „ბრიუსელის დიქტატით” იფუთებოდა.

ჩვენთან შესაბამის ისტორიულ ნერვს მიაბეს:

„პატარა ქვეყანა – დიდი ძალები – მიტაცება – სუვერენიტეტის დაკარგვა – უკეთესია იყო შეუმჩნეველი და გარეთ დარჩე.

ტყუილი პირველი.

„გაწევრიანებაზე ვეტოს გვართმევენ.”

ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი ითხოვს ერთსულოვნებას როგორც კანდიდატის სტატუსზე, ისე გაწევრიანების ხელშეკრულებაზე.

გარდა ამისა რატიფიკაცია 27-ვე ქვეყანაში ცალ-ცალკე.

ამის შესაცვლელად საჭიროა ხელშეკრულების ცვლილება, რომელსაც ისევ 27-ვე უნდა დაეთანხმოს მათ შორის ყველა პატარა ქვეყანა.

ის ბერკეტი, რომლის დაკარგვაზეც ოცნება გლოვობს, ჩაწერილია იმ მუხლში, რომლის შეცვლაც შეუძლებელია სწორედ პატარების თანხმობის გარეშე.

ტყუილი მეორე.

„დიდი ქვეყნები იტაცებენ ევროკავშირს.”

კვალიფიციური უმრავლესობის „მეგობართა ჯგუფი” 2023 წლის მაისში ცხრა ქვეყანამ დააფუძნა, დღეს თორმეტია. მასში არიან:გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ლუქსემბურგი, ბელგია, სლოვენია, ფინეთი, დანია.

ტყუილი მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი. რატომ არსებობს ეს დებატი.

იმიტომ, რომ ერთი კაცი (ოცნების მოკავშირე ორბანი) წლების გამნავლობაში ვეტოს უფლებას პირადი ინტერესებისთვის იყენებდა და ევროკავშირის შეთანხმებებს ბლოკავდა.

ეტაპობრივი გაწევრიანება.

არასდროს ყოფილა ისე, რომ ახალ წევრს პირველივე დღეს ყველაფერზე ქონდა წვდომა. მუშახელის თავისუფალი გადაადგილება წლების განმავლობაში იზღუდებოდა. შენგენში და ევროზონაში ავტომატურად არავინ შედის.

გარდამავალი პერიოდი ყოველთვის იყო. სიახლე ისაა, რომ დღეს სარგებელს უფრო ადრე იღებ.

მოლდოვა (უკრაინა, დასვლეთ ბალკანეთი) ამ სარგებელს უკვე იღებს. ბანკის გადარიცხვა საკომისიოს გარეშე, იაფი როუმინგი, Erasmus+, DiscoverEU, ერთიან ბაზარზე წვდომა, მილიარდობით ევროს ფინანსური დახმარება რეფორმებისთვის და ა.შ.

მოლდოვა საქართველოზე პატარა ეკონომიკა. ტრანსნისტრიაში რუსული ჯარით. ეუ-ს დეკლარაციაში წერია, რომ მოლდოვის ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის გამოცდილება მოდელი გახდა ევროკავშირის ახალი მისიისთვის სომხეთში.

მოლდოვამ ტერიტორიული პრობლემა მოტივაციად აქცია. ოცნებისთვის საბაბია.

ახლა სუვერენიტეტი და ნამდვილი ბალანსი, რაზეც ტექსტში ერთი სიტყვაც არ არის.

ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსული ჯარი დგას. “მცოცავი” ოკუპაცია“ წლიდან წლამდე წინ იწევს.

მიმდინარერობს ოკუპირებული რეგინების დე ფაქტო ინტეგრაცია რუსეთის ადმინისტრაციულ სტრუქტურებში.

2025 წლის ნოემბერში პაპუაშვილმა გამოაცხადა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება. და თქვა, რომ 2008 წლის ომი იყო „გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაში”, სადაც საქართველოს „სამსხვერპლო პაიკის” როლი ერგო.

არა რუსეთი. „გარე ძალები”.

ევროკავშირის გარეთ საქართველოს გავლენა არის ნული. ამ პოლიტიკის შედეგი არის იზლოაცია, მიმდინარე დღის წესრიგიდან გაქრობა და რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ფასის შემცირება.

იუპიტერს რაც შეეხება, მითში ევროპა კრეტაზე მიჰყავთ და სწორედ იქ იბადება ევროპა.

საქართველოს ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოში განხორცილდა და იუპიტერი არ ყოფილა, რუსეთი იყო.

ოცნების წარმოამდგენლებს ამ სახელის თქმის სუვერენული უფლება ჩამორთმეული აქვთ, სამაგიეროდ ბრიუსელზე დეზინფორმაციის გავრცელებაში მეტ სარგებელს და შექებას ელიან“, – წერს საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები