ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ების) წარმომადგენლები და მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
შეხვედრის თემა იყო 2027–2030 წლების ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები და მაკროეკონომიკური პროგნოზი.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მაკროეკონომიკური პროგნოზის ძირითადი პარამეტრები, საბიუჯეტო დაგეგმვის მოთხოვნები, პროგრამული ბიუჯეტის მომზადების პრინციპები და ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის 2027–2030 წლების პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვისათვის.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

