თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან. 

თავდაცვის მინისტრმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ინდოეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები