თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საზეიმო ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, გრიგოლ გიორგაძემ პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროების დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე წარმატებულ  სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

საერთო საჯარისო ცენტრი 2016 წელს „ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანაა თავდაცვის ძალებისთვის ძირითადი სამხედრო სპეციალობების მიხედვით უმცროს ოფიცერთა და სერჟანტ-კაპრალთა მომზადება და გადამზადება, ტაქტიკური დონის დოქტრინებისა და ტექნიკური სახელმძღვანელოების შემუშავება, თავდაცვის ძალებში ახალი შესაძლებლობების დანერგვის პროცესში მონაწილეობა და სამხედრო სწავლებების შეფასების პროცესის მხარდაჭერა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები