რომან გოცირიძე: რუსეთმა 2026 წლის პირველ ექვს თვეში 44 ტონა ოქრო გაყიდა – ეს ისტორიული მაქსიმუმია… როდესაც შავი ოქროს გაყიდვა რთულდება, ყვითელი ოქრო უნდა გაყიდო; აბა რა უნდა ქნა?

„რუსეთმა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 44 ტონა ოქრო გაყიდა – ეს ისტორიული მაქსიმუმია. შედარებისთვის, აქამდე რეკორდი 2002 წელს დაფიქსირდა, როდესაც გაყიდული ოქროს მოცულობა 31 ტონას შეადგენდა.

ამ ოპერაციიდან რუსეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

ბევრია თუ ცოტა ეს თანხა? რუსეთის ეკონომიკისა და ბიუჯეტის მასშტაბებისთვის 5 მილიარდი დოლარი ბევრი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია თავად ტენდენცია: როდესაც ქვეყანას ბიუჯეტში წარმოქმნილი ხვრელების ამოსავსებად სხვა გზა არ დარჩენია, გარდა დაგროვილი რეზერვების გაყიდვისა, თანაც, როცა სარეზერვო ოქროს ყიდი, ესე იგი, ვალუტაც შემოგელია.

როგორც ჩანს, ოქროს გაყიდვა კიდევ არაერთხელ მოუწევთ. ამაზე უკრაინული დრონებიც იზრუნებენ. რუსეთს აზოვზე ხორბალი ჩაუწვა, ხმელეთზე შავი ოქრო, ნავთობი. როდესაც შავი ოქროს გაყიდვა რთულდება, ყვითელი ოქრო უნდა გაყიდო. აბა რა უნდა ქნა?“ – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები