სტიქიური მოვლენების გამო, ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ გზაზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

19 ივლისს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) ადიდა მდინარე და გადმოვიდა საავტომობილო გზაზე. ასევე, ამავე გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე უსაფრთხოების მქვემოიზნით დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, წყლის დონე ისევ მაღალია, გზაზე გადმოაქვს ქვა-ღორღი და დიდი ზომის ხის მორები. მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა წყლის დონის დაწევისთანავე უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და სთხოვს მძღოლებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები