ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში სომეხი პოეტის, ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ცნობილი სომეხი პოეტის, ლირიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრნენ.

მერმა ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.

ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები