ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში სკვერი ეწყობა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა არა მოვსესიანმა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა არტურ დავთიანმა, სოფელ კოთელიაში სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი მოიცავს ღია ფანჩატურის მშენებლობას, ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობას, სივრცის გამწვანებას, საფეხმავლო ბილიკების დაგებას, გარე განათების სისტემის დამონტაჟებასა და სკვერის ტერიტორიის შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვას.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 240 980 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები