ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერის მოადგილე ვააგნ დარბინიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს არმენ ბდოიანთან ერთად, სოფელ განძაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 194 444 ლარს შეადგენს.

