„უკრაინაში ომი რომ დაიწყო, უკრაინელებს ეს კაცი ყავდათ ფრონტისპირა ქალაქის – ხერსონის – მერად.
ჩვენ თავდაცვის მინისტრად გვყავდა ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც იმავე პერიოდში ჯარის მაყუთი გადაიღუნა ჯიბეში და ნახევარი თავის ძმაკაცს, პრემიერ ღარიბაშვილს გაუყო.
მიკოლაენკომ უარი თქვა ტყვეობიდან გათავისუფლებაზე, რადგან თავისი ადგილი დაავადებულ სამხედროს დაუთმო. აშიმშილეს, აწამეს და მიიყვანეს იმ კონდიციამდე, რასაც სურათში ხედავთ.
ჩვენი ნაპოლეონი, ბატონი ბურჭულაძე, არავის უშიმშილებია და უწამებია, არის ფერსა და ხორცზე, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა გარეთ გამოსვლა და უახლოეს ძმაკაცზე დაწერა ჩვენება.
ჰოდა, ბურჭულაძეების პატრონი ქოცი მიკოლაენკოს პატრონ ზელენსკის ეძახის კლოუნს. თან, თურმე, ომში გვითრევდნენ, თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძითა და პრემიერი ღარიბაშვილით უნდა გვებრძოლა.
ეს ხალხია ქართველობის სახე?“ – წერს ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

