2026 წლის მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 43.7%-იანი წილით, ევროკავშირის ქვეყნები, 15.3%-იანი წილით – აშშ და 9.9%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა

2026 წლის მაისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 7.1%-ით – 339.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 5.1%-ით – 37.0 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ზრდაში წამყვანი წვლილი ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 6.0%-იანი ზრდით. 8.1%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. ისრაელიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 22.7% შეადგინა.

„მაისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 43.7%-იანი წილით, ევროკავშირის ქვეყნები, 15.3%-იანი წილით – აშშ და 9.9%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (15.6%), გერმანიის (7.1%) და საბერძნეთის (6.6%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები