ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გაეცნო

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფელ მთისძირში, არველაძეები-ბოლქვაძეების უბანში მიმდინარეობს გზის საფარის ასფალტით მოწყობის სამუშაოები და წესრიგდება სანიაღვრე არხები.

პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება და მისი ღირებულება დაახლოებით 251 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები