საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. აზერბაიჯანელმა დიპლომატმა თავდაცვის მინისტრს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი არზუ ჰასანოვი წარუდგინა. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან რეგიონის უსაფრთხოებისათვის ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარების საქმეში საქართველოს როლი ხაზგასმით აღნიშნა.
მხარეებმა, ასევე ისაუბრეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გათვალისწინებულ საკითხებზე.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

