ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაში ბოლო ზარი მე-60-ედ დაირეკა და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყო და სხვადასხვა მუსიკალური ნომრით გაგრძელდა.

ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ლევონ ვარდანიანი, ამავე სამსახურის თანამშრომლები, სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეების მშობლები და მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ნინოწმინდის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ვარდუი მარაბიანმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები