ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკვში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი არა მოვსესიანი და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი არტურ დავთიანი, სოფელ ზაკვში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტი მოიცავს როგორც სოფლამდე მისასვლელი ,ასევე შიდა სასოფლო გზის სრულ რეაბილიტაციასა და მოასფალტებას.

გზის 2, 700 კმ. მონაკვეთი სოფელს ზაკვსა და სოფელ გომანს შორის არსებულ საავტომობილო გზას ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც მოსახლეობისთვის ხელსაყრელ პირობას შექმნის კომფორტული გადაადგილებისთვის.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები