58 წლის ასაკში ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

58 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი თემურ უგულავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ია ფარულავა ავრცელებს.

„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა

იშვიათად იბადებიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ წარმატებას ქმნიან, არამედ მთელი ქვეყნის კულტურას, ცხოვრების სტილსა და მომავალს ცვლიან.

მან შექმნა ადგილები, იდეები და სტანდარტები, რომლებმაც ჩვენი ქალაქი და საქართველო სხვა დონეზე აიყვანა.

მისი კვალი დარჩება იმ ყველაფერში, რაც შექმნა და იმ ადამიანებში, ვისაც შთააგონა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს  ია ფარულავა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები