ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საკლუბო გაერთიანების“ ორგანიზებით, კულტურის სახლის დარბაზში სიმღერისა და ცეკვის ყოველწლიური ფესტივალ-კონკურსი „ჯავახეთის გაზაფხული 2026“ ჩატარდა.
ღონისძიება მეთექვსმეტედ გაიმართა და მასში „საკლუბო გაერთიანების“ აღსაზრდელები და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან მოწველული
ანსამბლები და მუსიკალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ფოლკლორული ანსამბლები და ვირტუოზი შემსრულებლები მაყურებლის წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ.
საკონკურსო მარათონში 31 სასცენო ნომერი შესრულდა.
სპეციალურად ამ კონკურსისთვის შერჩეულმა ჟიურიმ, გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინა და მათ საპატიო წოდებებთან ერთად, სხვადასხვა ჯილდო, სიგელი და საჩუქრები გადასცა.
მკრტიჩ მღდესიანმა საკლუბო გაერთიანების ხელმძღვანელს – ვალიკო ქსპოიანს, სააშუღო ხელოვნების სფეროში მიღწეული წარმატებისა და მუნიციპალიტეტში სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ღინისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
კონკურს-ფესტივალი მიზნად ისახავს აშუღური პოეზიის, ფოლკლორის, ცეკვისა და სიმღერის ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

