2026 წლის 11 ივნისს ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში (ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 51) გაიმართება ღია კარის დღე.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ლიცეუმში არსებულ გარემოს. მოსულ სტუმარს ელოდება საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/38Vxs
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლა მიმდინარეობს საბაზო და საშუალო საფეხურებზე. არსებული საგანმანათლებლო პროგრამები კადეტებს სთავაზობს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის აკადემიურ განათლებას, არამედ მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს.
სწავლების პროცესი მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა დროის ეფექტური მართვა, ლიდერული თვისებების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ჯანსაღი კონკურენციის კულტურა და გუნდური მუშაობის უნარები.
ლიცეუმის გარემო კადეტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან, დისციპლინირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებად, რომლებიც წარმატებით შეძლებენ როგორც აკადემიურ, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

