ნინოწმინდის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მერიის სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურისის ორგანიზებით, ჯიგრაშენის საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის მოადგილე იასონ ნაზღაიძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე არარატ ჩაპანიანი, საკრებულოს წევრები.

ღონისძიება გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მილოცვით, ლექსითა და სიმღერით. მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ეროვნული ცეკვები.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა, ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის იდეოლოგია ბავშვებში ბავშვობიდან უნდა ჩანერგოთ.

ღონისძიების მონაწილეები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები