პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთთან პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას.

ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები