საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა. 

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია და პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები