მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილშია აღნიშნული.
„მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

