აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აცხადებს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს.
„ვინაიდან საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ღირებული წევრია დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის, დინამიკური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით; და ვინაიდან ამერიკაში ქართული თემის მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ერის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს; და ვინაიდან საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი იქ ყოფნით და ჩვენს თემებთან კულტურული ჩართულობით; და ვინაიდან ჩვენი ღირებული ურთიერთობებისა და კულტურული კავშირების პატივსაცემად ჩვენ ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს: მე, ვაშინგტონის მერი, 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაცხადებ“, – ნათქვამია ბრძანებაში.

