მარკო რუბიო: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით.

შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მილოცვის ტექსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები