ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს
საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე თქვენს ყველა თანამემამულეს“,-აღნიშნულია მისალოც წერილში.
ბელგიის მეფის მისალოც წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

