2026 წლის საპატრიარქო არჩევნებში გამოკვეთილი სამი კანდიდატის წინამორბედები

„საქართველოს ეკლესიის მომავალი კათოლიკოს-პატრიარქის წინამორბედები

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მამამთავრების ქრონოლოგია და ვინაობა დაზუსტებულია XVII საუკუნის 30 -იანი წლებიდან, როდესაც კათალიკოზ-პატრიარქი იყო ქრისტეფეორე II ამილახვარი (1638-1660) წლები.

მანამდე არსებული ქრონოლოგია პირობითია.

2026 წლის საპატრიარქო არჩევნებში გამოკვეთილი სამი კანდიდატის წინამორბედები იყვნენ:

1.უწმიდესი და უნეტარესი შიო I 1356-1364 წ.წ.

ამ დროს საქართველოს მეფეები იყვნენ:დავით IX 1346-1360 და ბაგრატ V 1360-1393 წ.წ.

2.უწმიდესი და უნეტარესი შიო II 1439-1442 შემორჩენილია რამდენიმე საბუთი,რომელსაც ხელს აწერს უწმიდესი შიო II (სვეტიცხოვლის შეწირულების სიგელი, სიგელი დავით გარეჯის დოდოს მონასტრისათვის სოფლების დაბრუნებაზე).

3.2026 წლის საპატრიარქო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიტროპოლიტი შიო გახდება უწმიდესი და უნეტარესი შიო III.

ცოტა უფრო რთულადაა საკითხი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქ გრიგოლთან დაკავშირებით

ამ სახელის პიროვნება გრიგოლ I 434 წელს არის დაფიქსირებული

2.გრიგოლ II 760-767 წ.წ.

3.გრიგოლ III 802-814 წ.წ.

გასათვალისწინებელია ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა კათოლიკოსებიც

4.გრიგოლ I 1612-1659 წ.წ

5.გრიგოლ II ლორთქიფანიძე (1696-1742 წ.წ)

თუ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ნუმერაციას გავითვალისწინებთ ,მაშინ

2026 წლის საპატრიარქო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიტროპოლიტი გრიგოლი იქნება უწმიდესი და უნეტარესი გრიგოლ IV

რაც შეეხება მესამე საპატრიარქო კანდიდატ მიტროპოლიტ იობს,თუ საქართველოს ეკლესიის მამამთავრების ათვლას დავიწყებთ წმ.ნინოს დროს კონსტანტინე იმპერატორის მიერ ქართლში გამოგზავნილი ეპისკოპოს იოანე I -დან,მაშინ იობ I იყო 375-390 წლებში,შესაბამისად

2026 წლის საპატრიარქო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიტროპოლიტი იობი იქნება უწმიდესი და უნეტარესი იობ II“ – წერს სოციალურ ქსელში პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები