ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი დაესწრნენ ინტელექტუალური თამაშის — „ლოგიკის ოსტატები“ — მუნიციპალურ შეჯიბრებას.
ინტელექტუალური თამაშები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მერიის სათათბირო ორგანოს — „ახალგაზრდული საბჭოს“ ორგანიზებით ჩატარდა .
სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.
ინტელექტუალურ მარათონში მუნიციპალიტეტის რვა სკოლა მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლა;
II ადგილი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლა;
III ადგილი — ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლა.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასი, დიპლომები და სიმბოლური პრიზები, ხოლო მონაწილე გუნდები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ოლგა მელიქიძე და მერის ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელი თამარ მიქელაძე.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

