ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები