საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს – საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.
დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში.
კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება.
სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები