2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია 21.3 პროცენტით თევზეულზე, ხილი და ყურძენი 11.8 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.1 პროცენტით. ფასებმა 9.3 პროცენტით მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. პური და პურპროდუქტები 7.7 პროცენტით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 7.3 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 6.3 პროცენტით, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი – 4.5 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 3.2 პროცენტითაა გაძვირებული, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 0.8 პროცენტით.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.8 პროცენტით,რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (9.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (1.9პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.4პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაზრდილია 5.3 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (5.3პროცენტი), ისე ტანსაცმლის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), თევზეული (1.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი),ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-2.5 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (-1.5 პროცენტი).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2026 წლის აპრილის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.3პროცენტი), ხილი და ყურძენი (11.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.2 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 6.5 პროცენტით,რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (3.5 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.0 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტულიპუნქტითაისახამთლიანინდექსზე.ფასები,ძირითადად,მომატებულიაქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (49.6 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.6 პროცენტი).



