ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ ფესტივალს „იმერეთის გაზაფხული – ვანი 2026“.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ვანის მუნიციპალიტეტში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე სენაკის, სამტრედიისა და ქუთაისის სახელოვნებო და ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებმა.
წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა. კონცერტის დასასრულს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია ტყვაციარიამ, ფესტივალის მონაწილეები სპეციალური პრიზებით და დიპლომებით დააჯილდოვა.
ფესტივალი „იმერეთის გაზაფხული – ვანი 2026“ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ორგანიზებითა და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

