ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება ჩვენს ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის დღის წესრიგთან დაკავშირებით

ჩვენს დღის წესრიგში დგას საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის დასრულების საკითხი და ამ მიმართულებით უკვე მივაღწიეთ შეთანხმებებს ქართველ პარტნიორებთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 27 აპრილს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების ფორმირების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან და საქართველოსთან დემარკაციის პროცესი არსებითად დაასრულებს სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების დემარკაციას და და სომხეთი შეძლებს უფრო თავდაჯერებულად განვითარდეს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები