ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი გაახანგრძლივა. ამის შესახებ მან განცხადება თავის სოციალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არაა და ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, შევაჩეროთ ირანზე თავდასხმა მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. ამიტომ, დავავალე ჩვენს სამხედროებს, განაგრძონ ბლოკადა და ყველა სხვა ასპექტში დარჩნენ მზადყოფნაში და შესაბამისად, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტა მანამ, სანამ მათი წინადადება არ იქნება წარდგენილი და დისკუსიები ასე თუ ისე არ დასრულდება“, – აცხადებს პრეზიდენტი ტრამპი.
მანამდე, ტრამპი აცხადებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმება, რომელიც 22 აპრილს იწურებოდა, არ გახანგრძლივდებოდა.

