[ვიდეო] ცოტნე ივანიშვილი: მე პირადად, ძალიან განვიცდი ძალადობის ფაქტებს, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო

GUARDIANGE – ყველას გვტკივა გული ძალადობასთან დაკავშირებით. მე პირადად, ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება შეკითხვას პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მგონია, პოლარიზაციის საუკეთესო და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე, აუდიტორიაში მისთვის პოლარიზაციისა და ძალადობის თემებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა გული ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად, ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება შეკითხვას პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მგონია, პოლარიზაციის საუკეთესო და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია.

„პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან, ჩემი აზრით, საუბარს აზრი არ აქვს, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, იმას ვიტყოდი, რომ თუ გვაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს „ქოცი“, რუსი, აკაცუკი, „ნაცის“ ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად.

„ჩემი აზრით, არასწორია ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ, პირადად, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს. ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ და ძალიან მიხარიად ღესაც აქ ყოფნა, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი და მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩატარდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა ცოტნე ივანიშვილმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები