ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა აღავლინა. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, კი მემორიალთან თემატური ღონისძიება გამართეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სასულიერო პირებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.





