ვანში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ და მოადგილე ვლადიმერ ხელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძესთან ერთად, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და მემორიალთან ტიტები მიიტანეს.

მემორიალთან იმყოფებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამსახურების თანამშრომლები.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები