პაატა ბურჭულაძე: თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს, სულიერ მამას, პატრიარქს… ათეულობით წლები ვიყავით ერთად

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს, სულიერ მამას, პატრიარქს… ათეულობით წლები ვიყავით ერთად, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„თქვენმა არაპროფესიონალურმა და ბოროტმა ქმედებებმა ძალიან ბევრი ზიანი მომაყენა პირადად მე. თუნდაც ის, რომ 6 თვეა მელოდებიან ჩემი სტუდენტები და მე ვერ ვამეცადინებ მათ. თუნდაც ის, რომ ჩემი გასტროლები ევროპაში არაფრის გულისთვის შეაჩერეთ. მე ხომ მარტო ჩემთვის არ მაქვს ეს გასტროლები, ამ დროს მე საქართველოს სახელიც გამაქვს. თუნდაც ის, რომ 6 თვეა, არათუ ვერ ვნახულობ, არამედ ვერც ტელეფონით ვესაუბრები მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს და, რაც ყველაზე სამწუხაროა, თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს, სულიერ მამას, პატრიარქს… ათეულობით წლები ვიყავით ერთად, მან, მეუფეებთან ერთად, დაკრძალვამდე, პირადად, პანაშვიდები გადაუხადა ჩემს დედას, ჩემს მამას და მე თქვენი უღირსი საქციელის გამო ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე, როგორც ამას „პუბლიკა“ იტყობინება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები