ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. მას „ძლიერ და ძლევამოსილ ლიდერად“ მოიხსენიებს და მოუწოდებს უნგრელებს, ხმა ორბანს მისცენ.
„უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ჩემი ადმინისტრაციის დროს შესანიშნავი მიღწევები მოიპოვა, ძირითადად პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ქვეყანებმა შეძლონ წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალ ამ უზარმაზარ გზაზე წინსვლა. მე ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წელს ხელახლა არჩევნებში დავუჭირე მხარი და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ დიდი პატივია. არჩევნების დღეა 2026 წლის 12 აპრილი. უნგრეთო, გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას აქვს ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის – ვიქტორ ორბანი არასდროს უღალატებს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე მასთან ვარ ბოლომდე!“- წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

