ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდებს შვხვდა და საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ გუნდებს, რომლებმაც მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და გეზრბენის შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს და რეგიონულ თამაშებში მონაწილეობის საგზურები მოიპოვეს, საჩუქრად სპორტული ფორმები შეუძინა.

️ თეიმურაზ მჭედლიძეძე ახალგაზრდებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და მათ რეგიონულ თამაშებზე წარმატება და გამარჯვება უსურვა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები