ჩვენ არ ვიბრძოლებთ და არ ვიდავებთ რუსეთთან, რადგან ვაფასებთ არსებულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„მე მაქვს ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მთავრობის მეთაურ მიხეილ მიშუსტინთან. ეს არის ჩვენი სტრატეგია. ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის ვიმოქმედებთ სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ვეკითხებით ჩვენს რუს კოლეგებს – ნუთუ კრიტიკულად უყურებთ იმ ლოგიკას, რომ ჩვენ არ ვიმოქმედებთ თქვენ წინააღმდეგ, მაგრამ ვიმოქმედებთ ჩვენი ინტერესების შესაბამისად? ეს არის ჩვენი სტრატეგია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

