ნიკა გვარამია: აქ, [ციხეში] ვინც „ქოცები“ არიან ახლა, თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, მე მათ განვხილავ პოლიტიკურ პატიმრებად

„აქ, ვინც „ქოცები“ არიან ახლა, თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, მე პირდაპირ გეტყვით, მე მათ განვხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიას განუცხადა.

„პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. აქ მჯდომ „ქოცებსაც“ არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ. რეჟიმს პოლიტპატიმარი სჭირდება კი არა, საწვავია მათთვის რეალურად, იმიტომ, რომ შიშია ამათი მთავარი საწვავი. ჩვენ თუ ვპროვოცირებთ ამ შიშს, გვეშინია და ა.შ, ეს არის ერთადერთი საწვავი, რომელსაც თავის დანგრეულ ავტომობილში ისინი ასხამენ, თუ ეს არ იქნება გინდა პოლიტპატიმრების დამატების გამო არ შეგვეშინდება, გინდა სხვა რაღაცების გამო, გინდა იმ კანონების გამო, ეს საწვავი უბრალოდ არ იარსებებს და მათი ეს დრანდულეტი ვერ დაიძვრება წინ პირიქით, ჯართში იქნება ჩაბარებული“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები