ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ზეინდარის, შუაგორის, სალომინაოს, ფერეთას, უხუთის და გორას მცხოვრებლებს შეხვდა.
ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილესთან, ვლადიმერ ხელაძესთან და ვანის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძესთან ერთად, სოფლების მცხოვრებლებისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რომელი პროექტების განხორციელება არის პრიორიტეტული აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დასახელდა, მათ შორის, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასმელი წყლის მიწოდება.
შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა და მას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ. შეხვედრები 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

