ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე სოფლების – მუქედის, ციხესულორის, გადიდის, ონჯოხეთის და ზედავანის მოსახლეობას შეხვდნენ.
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტული იყო. ესენია: შიდა საუბნო გზების შეკეთება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასმელი წყლის მილების მიწოდება, საბავშვო ბაღისთვის ახალი ღობის მიწოდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

