დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„დღეს 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასევე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წელს დაბადებული, თ.ო.-ს გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, თ.ო გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები