„2011 წელს რუსეთში 1115 უნივერსიტეტი იყო.
სტუდენტთა რაოდენობა – დაახ. 7 000 000.
ჩარიცხვის მთლიანი კოეფიციენტი – 76.5% (ანუ სტუდენტთა რაოდენობის მიმართება ახალგაზრდების ასაკობრივ კოჰორტასთან).
2012 წელს, პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ, დაიწყო უმაღლესი განათლების რეფორმა.
მთავარი ლოზუნგები: ოპტიმიზაცია, ეფექტურობა, რეორგანიზაცია.
ასობით უნივერსიტეტი გაერთიანდა და დაიხურა.
2021 წელს, რეფორმის შედეგად და უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთში დარჩენილი იყო 720 უნივერსიტეტი [შეჭრის მერე სტატისტიკა აირია – დაპყრობილი ტერიტორიების უნივერსიტეტების მიერთება და ა. შ.]
სტუდენტთა რაოდენობა – დაახ. 4 000 000.
ჩარიცხვის მთლიანი კოეფიციენტი – 54.9% (ამ პერიოდს დემოგრაფიული კატასტროფა და საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის ზრდა დაემთხვა, თორემ 44%-მდეც დაეცემოდა).
უნივერსიტეტს მიღმა დარჩენილი ახალგაზრდები კი გაუშვეს ომში.
P.S. დღემდე გრძელდება უნივერსიტეტების ქონების გაყიდვა-პრივატიზაცია“, – წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში.

