ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე, სოფელ ბარჯაშში, კლდოვანი მასა ჩამოიშალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე, სოფელ ბარჯაშში კლდოვანი მასა ჩამოიშალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები