სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ახალი წლის მილოცვაში აცხადებს, რომ იმედით უნდა ვიყოთ.
„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. ამინ!“ – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

