დიმიტრი პესკოვი: რუსეთი არ შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით

რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ცალკე საკითხია და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“, – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, შეასრულებს თუ არა რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები